Sunday, 24 March 2019

ინტელის კურსის მე-4 დღე

    დღევანდელმა დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.დღეს გავეცანით გზამკვლევს შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენებისათვის.ასევე გავეცანით ჯგუფურ სამუშაოზე დაკვირვების კითხვარს და დავწერეთ დაკვირვების კითხვარი.გავაკეთე ასოციაციური რუკა ასევე ვ.მ.ვ სქემა.დავიწყეთ პოვერ პოინთში ჩვენი პროექტისაწყობა. ეს სამუშაო დამეხმარება შემდგომში პრეზენტაციის გასაკეთებლად.
.
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
ჩაწერეთ შეფასების მეთოდ(ებ)ი მოსწავლის ცოდნის, უნარ-ჩვევების, წარმოდგენებისა და მცდარი შეხედულებების განსაზღვრისათვის
ჩაწერეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტები
პროექტის მსვლელობისას
ჩაწერეთ შეფასების მეთოდ(ებ)ი მოსწავლეების საჭიროებების, პროგრესის მონიტორინგის, საკითხის გაგების შემოწმებისათვის. ხელი შეუწყეთ მეტაკოგნიტურ აზროვნებას, დამოუკიდებელ მუშაობას და თანამშრომლობას
ჩაწერეთ წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი ინსტრუმენტები, ასევე პროგრესის მონიტორინგის შეფასების, გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისების შეფასების ინსტრუმენტები
პროექტის დასრულების შემდეგ
ჩაწერეთ მეთოდები მოსწავლეების მიერ საკითხის გაგებისა და უნარ-ჩვევების შემოწმებისათვის
ჩაწერეთ გაგებისა და უნარების დემონისტრირების შეფასების ინსტრუმენტები

3 comments:

  1. გეთანხმები, დღევანდელი დღე მართლაც რომ ნაყოფიერი და ბევრის მომცემი იყო, მჯერა რომ წარმატებით გამოვიყენებთ მიღებულ ცოდნას ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

    ReplyDelete
  2. ქალბატონო ივდით, გეთანხმებით, რომ ნამდვილად ნაყოფიერად ჩაიარა დღევანდელმა დღემ. გისურვებთ წარმატებებს მომდევნო დღეებშიც.

    ReplyDelete
  3. დღევანდელი დღე მართლაც შრომატევადი იყო. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პრეზენტაციაზე და სეეფასებებზე მუშაობა. ეს დაგვეხმარება ჩვენი პროექტისათვის საბოლოო სახის მიცემაში. გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete