შევაჯამეთ გასული 2 დღე:გავეცანიტ ტრენინგ მოდულს.ამ 2 დღის განმავლობაში მოვიფიქრეთ პროექტი და დავიწყეთ ბუკლეტის კეთება,ვიმუშავეთ სტანდარტზე,რომლითაც უნდა გავიდეთ 21-ე საუკუნის უნარებზე.კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება პროექტის მნიშვნელობაზე თუ რა უნარებს უვითარებს მოსწავლეს პროექტზე მუშაობა.ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.პროექტის თემად შევარჩიე "თოჯინების თეატრი"(სამი გოჭის ზღაპარი)ჩემი პროექტისათვის შევარჩიე შემდეგი კითხვები:
ზოგადი კითხვა:
1)როგორ ვერთობით თავისუფალ დროს?
თემატური კითხვები:
2)რატომ ვირგებთ პერსონაჟის როლს?
3)რატომ ვკითხულობთ ზღაპრებს?
შინაარსობრივი კითხვები:
4)რომელი პერსონაჟები არიან ამ სპექტაკლის მონაწილეები?
5)რომელი პერსონაჟი მოგეწონათ?
6)როგორ მოგეწონათ მათი საქციელი?
ველი უკუკავშირს ჩემი კოლეგებისაგან,მივიღებ რჩევებს.
ვფიქრობ, არაჩვეულებრივი რეფლექია გამოგივიდათ. გისურვებთ წარმატებებს.
ReplyDelete